English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ზურაბ ნოზაძე
ბუნებრივ რესურსებზე ეკოლოგიური გადასახადების თეორიული ასპექტები

DOI:  10.36172/EKONOMISTI.2020.XVI.03.NOZADZE

ანოტაცია. სტატიაში გამოკვლეულია ეკოლოგიური გადასახადები ბუნებრივ რესურსებზე ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის სფეროში და მათი მნიშვნელობა ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის. დახასიათებულია  ეკოლოგიური გადასახადები წყლის, მიწის, სასარგებლო წიაღისეულებისა და ტყის   რესურსების გამოყენებისა და  ცხოველთა სამყაროს პოპულაციაზე ზემოქმედებისათვის. გაანალიზებულია ბუნებრივ რესურსებზე ეკოლოგიური გადასახადების გამოყენების ეფექტიანობის  ძირითადი კრიტერიუმები.

შემოთავაზებულია ბუნებრივ რესურსებზე ეკოლოგიური გადასახადების სრულყოფის  მიმართულებები და კონკრეტული წინადადებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ არსებული საგადასახადო სისტემის  გაუმჯობესებასა და ბუნებრივი გარემოს გაჯანსაღებას, რაც, საბოლოო ჯამში, დაეხმარება ეკონომიკის მდგრად განვითარებასა და ცხოვრების დონის ამაღლებას. ეკოლოგიური გადასახადები ხელს უნდა უწყობდეს ალტერნატიული განახლებადი რესურსების გამოყენებას, “მწვანე” ეკონომიკის ჩამოყალიბებას.

ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის გაუმჯობესებისა და ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენებისათვის მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია  ეკოლოგიური ფონდების შექმნას.  ეკოლოგიური ფონდები იქმნება არასაბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ფულადი რესურსების ხარჯზე. ეკოლოგიური ფონდების მიზანს წარმოადგენს: გადაუდებელი ბუნებადაცვითი ამოცანების გადაწყვეტა, ბუნებრივი გარემოს დანაკარგების აღდგენა, მასზე მიყენებული ზიანისა და მისი ხარისხის გაუარესების კომპენსაცია.

ეკოლოგიური პოლიტიკის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს: ბუნებრივი სისტემების შენარჩუნება; საზოგადოების ცხოვრების დონისა და ხარისხის ამაღლება; მოსახლეობის ჯანმრთელობისა და დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესება; ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბუნებრივი გარემოს გამონაბოლქვისაგან, ნარჩენებისაგან, დაბინძურებისაგან გათავისუფლება; ენერგო და რესურსდამზოგი პროდუქციისა და მომსახურების დანერგვა.

ეკოლოგიური  პროგრამების პრიორიტეტებს წარმოადგენს: ბუნებადაცვითი ღონისძიებების გატარება, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მდგომარეობის გაუმჯობესება, ატმოსფეროსა და მიწის დაბინძურების თავიდან აცილება; მასტიმულირებელი მექანიზმის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ადგილებზე ბუნებრივი რესურსების გადასახადის მაქსიმალურ ამოღებას.

საკვანძო სიტყვები: ბუნებრივი რესურსები, წყლის რესურსები, მიწის რესურსები, ტყის რესურსები, ეკოლოგიური გადასახადი, ეკოლოგიური გადასახდელი. 

შესავალი 

თანამედროვეობის გლობალურ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ეკოლოგიური პრობლემებია, რადგანაც ისინი იჭრებიან საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, უკანასკნელ პერიოდში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის სწრაფი ზრდის პირობებში, ბუნებრივი რესურსების ინტენსიური გამოყენებისას დიდი ყურადღება ექცევა გარემოს დაბინძურების პრობლემებს. ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება საზოგადოებისაგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას. ეკონომიკის მდგრადი განვითარება ვერ განხორციელდება, თუ არ გავითვალისწინებთ ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობას.საბაზრო მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს გარემოს დაცვას, ამიტომ  აუცილებელი ხდება სახელმ­წი­ფოს მიერ ეკოლოგიური რეგულირების განხორციე­ლება, რის­თვისაც იგი იყენებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე ეკონომიკურ ბერ­კეტებს [აბესაძე რ. 2014]. ეკოლოგიური გადასახადები და გადასახდელები, მათ შორის, მნიშვნელოვანია გადასახადები ბუნებრივი რესურსების გამოყენებისათვის.

ეკოლოგიური ფონდების ხარჯვის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს: ბუნებადამცავი ობიექტების მშენებლობა; ბუნებადამცავი ობიექტების ტექნიკური გადაიარაღება, რეკონსტრუქცია და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვა; გარემოს დაცვის მონიტორინგის სისტემების შექმნა და გამოყენება.მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს მკაცრი სისტემა, რომელიც გააკონტროლებს ეკოლოგიური ფონდების საქმიანობას.

ეკოლოგიური პოლიტიკის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს: ბუნებრივი სისტემების შენარჩუნება; საზოგადოების ცხოვრების დონისა და ხარისხის ამაღლება; მოსახლეობის ჯანმრთელობისა და დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესება; ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბუნებრივი გარემოს გამონაბოლქვისაგან, ნარჩენებისაგან, დაბინძურებისაგან გათავისუფლება; ენერგო და რესურსდამზოგი პროდუქციისა და მომსახურების დანერგვა. ბუნებრივი გარემოს ნაკლები დაბინძურების შემთხვევაში, ნაკლები იქნება ეკოლოგიური გადასახადები, შემცირდება ბუნებრივი ობიექტების აღდგენისათვის გატარებული ღონისძიებების რაოდენობა.

ეკოლოგიური პროგრამების პრიორიტეტებს წარმოადგენს ბუნებადაცვითი ღონისძიებების გატარება, კერძოდ: ავტოტრანსპორტის მიერ ატმოსფერული ჰაერის გამონაბოლქვით დაბინძურების თავიდან აცილება; გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებაზე ზრუნვა; ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მდგომარეობის გაუმჯობესება; ხმაურისაგან მიყენებული დისკომფორტის ზონის შემცირება და სხვა. 

ბუნებრივ რესურსებზე ეკოლოგიური გადასახადები და მათი შეფასების კრიტერიუმები

ბუნებრივი რესურსების გამოყენებისათვის გადასახადებს მიეკუთვნება გადასახადები წყლისა და ტყის რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულისგამოყენებისათვის, ასევე ცხოველთა სამყაროს პოპულაციაზე ზემოქმედებისათვის [Майбуров… 2017].

გადასახადი წყლის რესურსების გამოყენებისათვისწყლის ობიექტების გამოყენებისათვის დაწესებულია გადასახადი, რომელიც მიმართულია მათი აღდგენისა და დაცვისათვის. წყლის რესურსების გადასახადის ობიექტად იწოდებიან: ნაგებობები, ტექნიკური საშუალებები და მოწყობილობები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენენ: წყლის ობიექტების აკვატორიის გამოყენება; წყლის ობიექტების გამოყენება წყლის აღების გარეშე ჰიდროენერგეტიკის მიზნებისათვის; წყლის ობიექტების გამოყენება ხეტყის დასაცურებლად.

წყლის გადასახადის გადამხდელებს წარმოადგენენ ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ სპეციალურ ან განსაკუთრებულ წყალმოხმარებას კანონმდებლობის შესაბამისად და იწოდებიან გადასახადის გადამხდელ ობიექტებად.

წყლის გადასახადის დროს დგინდება საგადასახადო ბაზა, რომელიც განისაზღვრება შემდეგი მაჩვენებლებით: წყლის რაოდენობა; გამოყოფილი სივრცის ფართობი; საგადასახადო პერიოდში წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა; მერქნის წარმოების მოცულობა და დაცურების დაშორება; წყლის გადასახადის სიდიდე ერთ კვარტალში.

წყლის გადასახადის სიდიდე დამოკიდებულია დაბეგვრის  ობიექტის სახეზე; გადასახადის გადამხდელი თანხას აღრიცხავს თვითონ; გადასახადის რაოდენობა გამოითვლება საგადასახადო ბაზრისთვის და შეესაბამება მის საგადასახადო ნუსხას.

გადასახადის საერთო თანხა მიიღება წყლის ყველა სახის მომხმარებლის მიერ გადახდილი გადასახადის  დაჯარიმების შედეგად. გადასახადის საერთო თანხა გადაიხდება გადამხდელი სუბიექტების ადგილმდებარეობის მიხედვით.

გადასახადი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვისსასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე გადასახადის გადამხდელები არიან ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც ფლობენ ლიცენზიას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის.

გადახდის ობიექტი არის სასარგებლო წიაღისეული, რომელიც მოიპოვება მიწის წიაღში. საგადასახადო ბაზა არის მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ღირებულება. გადასახადი გამოითვლება თითოეული საგადასახადო პერიოდის შედეგების  გათვალისწინებით. გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს მოპოვებული წიაღისეულის ადგილმდებარეობის მიხედვით. გადასახადი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე წარმოადგენს ერთ-ერთ წყაროს ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირებაში.

გადასახადი მიწის რესურსების გამოყებებისათვისმიწის გადასახადი – არის გადასახადი მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის. მიწის გადასახადი დაეკისრება მიწის მესაკუთრეებს, მიწის მფლობელებს და მიწის გამომყენებლებს.

გადასახადის დადგენის საფუძველს წარმოადგენს დოკუმენტი, რომელიც ასაბუთებს მიწის რესურსის საკუთრების ფლობის ან გამოყენების ფაქტს.

მიწის გადასახადის შემოღების მიზნებია: მიწების რაციონალური გამოყენების, დაცვისა და ათვისების სტიმულირება; მიწების ნაყოფიერების ზრდა; ამ ღონისძიებებისათვის დაფინანსების სპეციალური ფონდების ჩამოყალიბება; ისეთი პირობების შექმნა, როდესაც მიწების არაეფექტიანი გამოყენება გახდება არახელსაყრელი, ხოლო გამოუყენებელი მიწების ქონა პრაქტიკულად  შეუძლებელი.

მიწის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. Mმეორე შემთხვევაში დასაბეგრი მიწის ფართობი მოიცავს შენობა-ნაგებობებით დაკავებულ, ასევე მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებების სანიტარულ-ტექნიკურ ზონას, თუ ის არ იმყოფება სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სარგებლობაში. შენობა-ნაგებობებით დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც რამდენიმე ფიზიკური ან  იურიდიული პირის სარგებლობაში ან საკუთრებაშია, გადასახადი გადაიხდება ცალ-ცალკე არსებული ფართობის პროპორციულად.

მიწის გადასახადის ოდენობა არ არის დამოკიდებული მიწის გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის შედეგზე და დგინდება ფიქსირებული წლიური გადასახადის სახით მიწის ფართობის ერთეულზე, მიწის გადასახადი დიფერენცირებულია მიწის ხარისხისა და ადგილდებარეობის მიხედვით.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის გადასახადით დაბეგვრის ობიექტებია: სახნავი, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა; ბუნებრივი და გაკულტურებული სათიბები და საძოვრები; საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთები; არასასოფლო-სამეურნეო მიწის ის ნაკვეთები, რომლებიც გამოყენებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, რომელთა მიზნობრივი დანიშნულება არ არის შეცვლილი და სასოფლო-სამეურნეო მიზნით მათი გამოყენება ნებადართულია არსებული კანონმდებლობის მიხედვით.

მიწის გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება ნაკვეთების ადგილმდებარეობისა და ზონების მიხედვით, ზონის საზღვრების დადგენა და მისი გადასახადის ტერიტორიული კოეფიციენტის დიფერენცირება ხდება ტერიტორიის ექსპერტული სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური შეფასების საფუძველზე.

მიწის გადასახადით არ იბეგრება:სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც გადაცემული აქვს საბიუჯეტო ორგანიზაციას, გარდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული მიწებისა; სამეცნიერო-კვლევითი სასწავლო, საცდელ-სასელექციო, ექსპერიმენტული, ჯიშთა გამოყვანის ნაკვეთები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო  და სასწავლო მიზნებისათვის და რომლებზედაც სამუშაოები ფინანსდება ბიუჯეტის სახსრებით; ბუნებისა და ისტორიული ძეგლების დაცვის  ორგანიზაციების მიწის ფართობი, რომლებზედაც  განლაგებულია სახელმწიფოს მიერ ისტორიის, კულტურისა და არქიტექტურის ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები, თუ ისინი არ გამოიყენება სამეწარმეო  საქმიანობისათვის; ბუნებრივი პარკები, ბოტანიკური და დენდროლოგიური ბაღები, კულტურისა და დასვენების პარკები, ზოოლოგიური ბაღები, სკვერები, ხეივნები, ოკენარიუმები, დაცული ტერიტორიები.

გადასახადი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვისსასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე გადასახადის გადამხდელები არიან ორგანიზაციები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც ფლობენ ლიცენზიას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის.

გადახდის ობიექტი არის სასარგებლო წიაღისეული, რომელიც მოიპოვება მიწის წიაღში. საგადასახადო ბაზა არის მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ღირებულება. გადასახადი გამოითვლება თითოეული საგადასახადო პერიოდის შედეგების გათვალისწინებით. გადასახადი გადახდილი უნდა იქნეს მოპოვებული წიაღისეულის ადგილმდებარეობის მიხედვით. გადასახადი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე წარმოადგენს ერთ-ერთ წყაროს ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირებაში.

ადასახადი ცხოველთა სამყაროს პოპულაციაზე ზემოქმედებისათვის. ცხოველ­თა სამყაროს ობიექტს წარმოადგენს იმ ცხოველთა ჩამონათვალი, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია კანონმდებლობის შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელებად ითვლება ორგანიზაცია და იურიდიული პირი, მათ რიცხვშია ინდივიდუალური მეწარმეები, რომელთაც მიღებული აქვთ ლიცენზია (ნებართვა) დადგენილი წესით გარკვეულ ტერიტორიაზე ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენებისათვის.

გადასახადის რაოდენობა განისაზღვრება ცხოველთა სამყაროს თითოეული ობიექტისათვის.

სამეცნიერო მიზნებისათვის, კანონმდებლობასთან შესაბამისად, ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენებისათვის გადასახადის რაოდენობა განისაზღვრება ცხოველთა სამყაროს თითოეული ობიექტისათვის ცალ-ცალკე.

გადასახადის გადახდა ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენებისათავის გადამხდელების მიერ ხდება იმ ორგანიზაციის მდებარეობის ადგილზე, რომელმაც გასცა ნებართვა.

ცხოველთა სამყაროს პოპულაციაზე ზემოქმედებისათვის გადასახადს ასევე მიეკუთვნება წყლის ბიოლოგიური რესურსების  გამოყენებისათვის გადასახადიგადასახადის გადამხდელად ითვლებიან ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებმაც დადგენილი წესებით მოიპოვეს უფლება წყლის ბიოლოგიური რესურსების მოპოვებაზე შიდა წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტალურ შელფში, ეკონომიკურ ზონაში.

გადასახადის ოდენობა წყლის ბიოლოგიური რესურსების ობიექტების გამოყენებისათვის დგინდება თითოეული ობიექტის მიხედვით და მოპოვებული პროდუქციის რაოდენობის შესაბამისად. ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, იხდიან გადასახადს იმ სახელმწიფო ორგანოს მდებარეობის ადგილის მიხედვით, რომელმაც გასცა ნებართვა წყლის ბიოლოგიური რესურსების მოპოვებაზე.

ეკოლოგიური გადასახასდების შეფასების კრიტერიუმები. ეკოლოგიური გადასახადის დაწესებისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ოპტიმალურობისა არის არა იმდენად ეკონომიკური შედეგი, არამედ ეკოლოგიური ეფექტიანობა, რომელიც გამოიხატება ეკოლოგიური საფრთხის შემცირებაში. საზოგადოების მდგრადი განვითარების პოლიტიკის გატარებისათვის უმნიშვნელოვანესია გარემოს დაცვის ისეთი ინსტრუმენტების შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავამყაროთ თანაფარდობა ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტიანობის მოთხოვნილებებს შორის. შეიძლება გამოვყოთ ეკოლოგიური გადასახადების შეფასების შემდეგი კრიტერიუმები: ეფექტიანობა, თანაბარუფლებიანობა, ადმინისტრირება, კანონმდებლობის მოთხოვნილების შესრულება, ეკოლოგიური გადასახადისაგან მიღებული შემოსავლების ეფექტიანი გამოყენება [Ялбулганов  А.А. 2012].

ეფექტიანობა ნიშნავს ეკოლოგიური გადასახადის ჯამურ ზემოქმედებას საზოგადოების კეთილდღეობაზე, ეკოლოგიური ეფექტის ჩათვლით. თეორიულად ეკოლოგიური გადასახადი ამცირებს ზედმეტ საგადასახადო ტვირთს რესურსების უფრო სრულყოფილი განაწილების საშუალებით,ასევე ეკოლოგიურად მავნე საწარმოო პროცესის ზეწოლას ბუნებაზე. მაგრამ ეკოლოგიურმა გადასახადმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს განსაზღვრული დარგის კონკურენტუნარიანობაზე. ეკონომიკური და ეკოლოგიური წონასწორობის დაცვის მიზნით საჭიროა გადასახადის თანხები ჩავდოთ წარმოების საშუალებების მოდერნიზაციისათვის გაწეულ ინვესტირებაში. პრაქტიკულად ევროკავშირის ქვეყნები ეკოლოგიური გადასახადის შემოღებისას შეღავათებს აძლევენ ან გადასახადისაგან ათავისუფლებენ განსაზღვრულ დარგებს საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით.

თანაბარუფლებიანობა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. აუცილებელია, რომ სახელმწიფო დოკუმენტები ვრცელდებოდეს ყველა მოქალაქეზე ერთნაირად, მათი ეროვნულობის, მრწამსისა და სხვადასხვა ნიშნებით განსხვავებულობის მიუხედავად.

ეკოლოგიური გადასახადის სამართლიანობა ნიშნავს, ყველა დაინტერესებულ მხარეებს შორის სარგებლისა და ხარჯების თანაბარ განაწილებას გატარებული ეკოლოგიური პოლიტიკის შედეგად.

დმინისტრირება გულისხმობს: დაბინძურების დონის ფორმების  განსაზღვრას;გადასახადის ზომის მოქნილობას და მათ სწრაფ რეაგირებას ეკოლოგიური და ეკონომიკური სიტუაციების ცვლილებასთან; დაბინძურების ხასიათის განსაზღვრას; გადასახადის სიმარტივე; ჰაერის, წყლის, მიწის დაბინძურების სწორი იდენტიფიკაცია, რაც საშუალებას გვაძლევს ზუსტად შევაფასოთ ეკოლოგიური ზარალი.

დაბინძურების დონის განსაზღვრა არის ძალიან ძვირადღირებული პროცესი, რომელიც საჭიროებს სპეციალური მოწყობილობების გამოყენებასა და კვალიფიცირებულ სპეციალისტებს. ცალკე დგას საკითხი საგადასახადო სისტემის მომსახურებისა და შენახვის დანახარჯების თაობაზე.რაც უფრო გამჭვირვალეა საგადასახადო სქემა, რაც უფრო ნათელი კავშირია გადასახადის რაოდენობასა და საგადასახადო ობიექტის მახასიათებლებს შორის, მით უფრო ძლიერია მისი მასტიმულირებელი ეფექტი.

მოქნილი, მყარად დასაბუთებული ეკოლოგიური გადასახადი ეს არის ისეთი გადასახადი, რომელიც ადექვატურად რეაგირებს ეკონომიკური პროცესებისა და გადამხდელის ბუნებადაცვითი პოლიტიკის ცვლილებებზე. ეფექტიანი ეკოლოგიური გადასახადები სტიმულს უნდა აძლევდნენ ბუნებადაცვით საქმიანობას, უნდა რეაგირებდეს გამწმენდი დანადგარების გაუმჯობესებასა და ეკოლოგიური ზარალის შეფასების ტექნიკის გაუმჯობესებაზე.

ეკოლოგიური კანონმდებლობის დაცვაზე კონტროლი (მათ შორის გადასახადის სფეროში) რთული პროცესია. ეკოლოგიური საგადასახადო სისტემის ადმინისტრირების ეფექტიანობა დამოკიდებულია დაბინძურების აღრიცხვის, კონტროლის სისტემის გამართებულობაზე. ეკოლოგიური გადასახადის მასტიმულირებელი ეფექტი საშუალებას გვაძლევს შევამციროთ გარემოზე მავნე ზემოქმედების დონე და ხარისხი. ეკოლოგიური გადასახადის ეკონომიკური ეფექტი იზრდება მისი განსაზღვრის სიზუსტის გაზრდით, ამოღების სისტემის გამარტივებისა და კონტროლის გაუმჯობესების საშუალებით.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ეკოლოგიური კანონმდებლობის შესრულებაზე გაწეული ხარჯების შემცირება. ეს ხარჯები მნიშვნელოვანია,ვინაიდან: აუცილებელია ცალკეული გადასახადის გაანგარიშება მოითხოვს საწარმოს სამეურნეო საქმიანობის მრავალრიცხოვანი მაჩვენებლის გათვალსწინებას; საგადასახადო ორგანოები ბევრ დროს კარგავენ მოცემულობების აღრიცხვასა  და შემოწმებაზე. მაშასადამე, კანონმდებლო­ბის მოთხოვნების შესრულების ხარჯები გადასახადის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს იყენებენ თავიანთი ფუნქციონირებისთვის.

ეკოლოგიური გადასახადის თითოეული გადამხდელი ვალდებულია დახარჯოს ფინანსური საშუალებები არა მარტო ბუნებისდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვასა და სპეციალისტების მიზიდვაზე ეკოლოგიის სფეროში, არამედ აუდიტორებისა და იურისტების კონსულტაციების მიღებაზე, რადგანაც ეკოლოგიური გადასახადები მოქმედებენ როგორც ეკოლოგიურ, ისე საგადასახადო კანონმდებლობის სფეროში. 

ეკოლოგიური გადასახდის ეფექტიანობა 

ეკოლოგიური გადასახადის მიზანს წარმოადგენს დაბინძურების შემცირება, რომელიც თავისთავად იწვევს საგადამხდელო ბაზის შემცირებას. რომ არც ერთი ეკოლოგიური გადასახადი, რომელიც მიმართულია ბუნებადაცვითი საქმიანობის სტიმულირებისათვის, არ შეიძლება გამოყენებული იქნას ბიუჯეტში სტაბილური შემოსავლებისათვის.

ეკოლოგიური გადასახდებიდან შემოსავალი შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვადასხვა მიზნებისათვის, მაგრამ, უპირველეს ყოვლისაბუნების დაცვითი ღონისძიებების გასატარებლად, ასევე ბიუჯეტის დანაკარგების კომპენსაციისათვის, რომელიც გამოწვეული იყო სხვა გადასახადების შემცირებისაგან, ეს მიმართულება წარმოადგენს ერთ-ერთ უფრო აქტუალურ საშუალებას გადასახადის ეფექტიანი გამოყენებისათვის. ის შეიძლება გამოვიყენოთ ეკოლოგიური საგადასახადო რეფორმის გატარების დროს, რეფორმებისათვის საჭირო დანახარჯების დასაფარავად [Астапов... 2009].

ცხადია, ეკოლოგიურ გადასახადს მოაქვს დადებითი ეფექტი და მისი გამოყენება აუცილებელია. მისი ეფექტიანობა შეგვიძლია შევაფასოთ სხვადასხვა პოზიციით, ეს პოზიციებია: ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება;ბიუჯეტის შევსება. ეკოლოგიური გადასახადი, რომლის წილი საერთო სახელმწიფოებრივ შემოსავლებში შედარებით მცირეა, გამოდის მნიშვნელოვან წყაროდ ადგილობრივ თვითმმართველობის ერთეულებში ბიუჯეტის ფორმირებისათვის.; საწარმოების სტიმულირება, რათა შექმნან უფრო სრულყოფილი ტექნოლოგიები გარემოს დასაცავად;     ადამიანთასიცოცხლის საშიშროების აღმოფხვრა; სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და შინაური ცხოველების დაავადებისგან დაცვა; ბიოლოგიური რესურსების სახეობების შემადგენლობის რეგულირება; წყლის ბიოლოგიური რესურსების კვლავწარმოება და სხვა. 

ეკოლოგიური ფონდები 

ბუნებათსარგებლობისა და გარემოს დაცვის გაუმჯობესებისა და ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენებისათვის მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ეკოლოგიური ფონდების შექმნას. ეკოლოგიური ფონდები იქმნება არასაბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ფულადი რესურსების ხარჯზე. ეკოლოგიური ფონდები შეიძლება იყოს სახელმწიფო ან მუნიციპალური.

ეკოლოგიური ფონდების მიზანს წარმოადგენს: გადაუდებელი ბუნებადამცავი ამოცანების გადაწყვეტა; გარემოს დანაკარგების აღდგენა, გარემოზე მიყენებული ზიანისა და ხარისხის გაუარესების კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ ზიანის მიმყენებელი დამნაშავე არ არის ცნობილი.

ეკონომიური ფონდების ფორმირება ხორციელდება შემდეგი ფინანსური რესურსების მოზიდვის ხარჯზე:ბუნებრივ გარემოში მოხვედრილი მავნე ნივთიერებებისათვის ნორმატიული და ზენორმატიული  (ლიმიტირებული და ზელიმიტირებული) ნარჩენების განლაგებისათვის და სხვა სახის დამაბინძურებელი შენაერთებისათვის განსაზღვრული გადასახადი; ბუნებისადმი მიყენებული ზიანისა და მისი აღმოფხვრისათვის და ეკოლოგიური სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმების თანხები;ნადირობისა და თევზსაჭერი საშუალებებით, არაკანონიერი გზით მოპოვებული პროდუქციის კონფისკაციის შედეგად ამოღებული ფულადი სახსრები; იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ნებაყოფლობითი შენატანები.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულია მნიშვნელოვანი რაოდენობის მსოფლიო მნიშვნელობისა და საერთო ეროვნული მნიშვნელობის ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ ბუნებადაცვითი, სამეცნიერო, კულტურული, ესთეტიკური, რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი მნიშვნელობა, ამიტომ მდგრადი განვითარების პირობებში პრიორიტეტული უნდა იყოს ბუნებათსარგებლობის და გარემოს დაცვის ისეთი სისტემის დანერგვა, რომელიც უფრო ეფექტიანს გახდის ბუნებრივი რესურსების კვლავწარმოებასა და ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, აამაღლებს ცხოვრების დონეს. 

დასკვნები 

  1. ეკოლოგიური პოლიტიკის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს: ბუნებრივი სისტემების შენარჩუნება; საზოგადოების ცხოვრების დონისა და ხარისხის ამაღლება; მოსახლეობის ჯანმრთელობისა და დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესება; ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბუნებრივი გარემოს გამონაბოლქვისაგან, ნარჩენებისაგან, დაბინძურებისაგან გათავისუფლება; ენერგო და რესურსდამზოგი პროდუქციისა და მომსახურების დანერგვა.
  2. ეკოლოგიური გადასახადის დაწესებისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ოპტიმალურობისა არის არა იმდენად ეკონომიკური შედეგი, არამედ ეკოლოგიური ეფექტიანობა;
  3. ეფექტიანი ეკოლოგიური გადასახადები სტიმულს უნდა აძლევდნენ ბუნებადაცვით საქმიანობას, უნდა რეაგირებდეს გამწმენდი დანადგარების გაუმჯობესებასა და ეკოლოგიური ზარალის შეფასების ტექნიკის გაუმჯობესებაზე;
  4. ეკოლოგიური გადასახადების ძირითად მიზანი უნდა იყოს არა ბიუჯეტის შევსება, არამედ სტიმულების შექმნა ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და აღდგენისათვის;
  5. სახელმწიფო გადასახადებთან ერთად უნდა განვავითაროთ რეგიონული გადასახადები, რომელიც  გადაანაწილებს საგადასახადო შემოსავლებს მუნიციპალიტეტების სასარგებლოდ.
  6. წყლის გადასახადი მიმართულია წყლის ობიექტების გამოყენების,აღდგენისა და დაცვისათვის;
  7. მიწის გადასახადის შემოღების მიზნებია:მიწების რაციონალური გამოყენების, დაცვისა და ათვისების სტიმულირება; მიწების ნაყოფიერების ზრდა; ამ ღონისძიებებისათვის დაფინანსების სპეციალური ფონდების ჩამოყალიბება; ისეთი პირობების შექმნა, როდესაც მიწების არაეფექტიანი გამოყენება გახდება არახელსაყრელი, ხოლო გამოუყენებელი მიწების ქონა პრაქტიკულად  შეუძლებელი;
  8. ეკოლოგიური ფონდების მიზანს წარმოადგენს: გადაუდებელი ბუნებადამცავი ამოცანების გადაწყვეტა; გარემოს დანაკარგების აღდგენა, გარემოზე მიყენებული ზიანისა და ხარისხის გაუარესების კომპენსაცია იმ შემთხვევაში, თუ ზიანის მიმყენებელი დამნაშავე არ არის ცნობილი;
  9. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებულია მნიშვნელოვანი რაოდენობის მსოფლიო მნიშვნელობისა და საერთო ეროვნული მნიშვნელობის ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ ბუნებადაცვითი, სამეცნიერო, კულტურული, ესთეტიკური, რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი მნიშვნელობა, ამიტომ მდგრადი განვითარების პირობებში პრიორიტეტული უნდა იყოს ბუნებათსარგებლობის და გარემოს დაცვის ისეთი სისტემის დანერგვა, რომელიც უფრო ეფექტიანს გახდის ბუნებრივი რესურსების კვლავწარმოებასა და ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, აამაღლებს ცხოვრების დონეს. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. აბესაძე 2014. ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი. თბ. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტტის გამომცემლობა.
  2. წერეთელი . გარემო ბუნების დაცვის ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობლემები. თბ., “მეცნიერება”, 1987.
  3. Майбуров И.А.  Соколовская А.М.2017. Теория   налогообложения, Москва,ЮНИТИ-ДАНА
  4. Ялбулганов  А .А. 2009. Правовое регулирование природоресурсных платежей.Курск. гос. ун-т, Москва-Курск http://ist.ast.social/attachments/ 383_ПРАВОВОЕ%20РЕГУЛИРОВАНИЕ.pdf 
  5. Экономика налоговых реформ: монография. 2013. (Под ред. И.А. Майбурова, Ю.Б. Иванова, Л.Л). К.: Алерта. http://ndi-fp.nusta.com.ua/files /doc/ekonomika-pod -reform-sereb.pdf